- პროექტის სახელწოდება : ,,ვიმოგზაუროთ ცხოველთა სამყაროში''
- პროექტის მთავარი იდეა/თემა (1-2 წინადადებით): შინაური, ფერმის და გარეული ცხოველების შესწავლა ინგლისურად, მათი მსგავსება/განსხვავებების დადგენა და ევროპელ თანატოლენთან პრეზენტაციის მოწყობა.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა იციან რამდენიმე შინაური და ფერმის ცხოველის დასახელება, თუმცა ისინი არ იცნობენ გარეულ ცხოველებს. პროექტზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიის მეშვეობით მოსწავლეები ხალისით გაიმდიდრებენ ცოდნას, თანამშრომლობით სწავლა ამ ასაკობრივ ჯგუფში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რითაც მოსწავლეებს განუვითარდებათ საკომუნიკაციო და ინტერაქტიული უნარები ინგლისურ ენაში. მუშაობის პროცესში გაიხსენებენ უკვე ნასწავლი ცხოველების სახელებს. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს ცხოველების შესახებ, განამტკიცებენ გრამატიკულ დროს (აწმყო განუსაზღვრელი დრო).
- პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ინგლისურ ენაზე შინაური, ფერმის და ველური ცხოველების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი დახარისხება და პრეზენტაცია, როგორც კლასში, ასევე ვიდეო ჩართვით ევროპული სკოლის თანატოლ მოსწავლეებთან, რითაც მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს. განუვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები, სოციალური და საკომუნიკაციო უნარები, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით. უცხ.დ.IV.16 მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ:თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობების გამოფენის მოწყობა,ცხოველების შესახებ ინფორმაციის სხვებისთვის გაცნობა და სხვა)განხორციელება.
- მონაწილეთა ასაკი:10-11 წელი
- ვადები ხანგრძლივობა: 3-4 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ცხოველების შესახებ ნახატებს და ფერმის მაკეტს პლასტელინით შესრულებულ ცხოველებით, მოაწყობენ საკლასო გამოფენას(ნახატები მაკეტები), შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციას (ფოტოები+ინფორმაცია), ისწავლიან მათ მიერ მოძიებულ სიმღერას /სიმღერას/სიმღერას ცხოველების შესახებ, გადაიღებენ ვიდეოს, განათავსებენ პრეზენტაციებს და ვიდეოს ითვინინგის პორტალზე და სკაიპის მეშვეობით გაუზიარებენ პროექტით მიღებულ ცოდნას თანატოლებს ევროპულ სკოლებში
- პროექტისთვის საჭირო რესურსები: სასწავლო წიგნი, A4 ფორმატის ფურცლები, ფანქრები/ფლომასტერები, პლასტელინი, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტოაპარატი, დინამიკები. ინსტრუმენტები: PPT, პადლეტი სამუშაო დაფა და სკაიპი.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი მსვლელობა) :
- 1 აქტივობა: გონებრივი იერიშის მეთოდით მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები არჩევენ სასწავლო პროექტის თემას, განიხილავენ რა იციან და რა უნდათ რომ იცოდნენ მის შესახებ. მოსწავლეები მასწავლებელის დახმარებით ქმნიან პროექტის გეგმას და საზღვრავენ გონივრულ ვადას მის განსახოციელებლად
- 2 აქტივობა: მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად: ერთი ორი სამზე გათვლის პრინციპით. მასწავლებელი სთხოვს აირჩიონ და გაიყონ 3 მიმართულება, ერთი ჯგუფი იმუშავებს შინაურ ცხოველებზე, მეორე ფერმის ცხოველებზე, ხოლო მესამე გარეულ ცხოველებზე. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს , მოიძიონ ინფორმაცია ცხოველების შესახებ ინგლისურ ენაზე და დაახარისხონ ინფორმაცია, თუ რა ჰქვია, სად ბინადრობენ და აღწერონ ფიზიკურად. მოაქვთ ინფორმაცია და უზიარებენ ერთმანეთს. საჭიროების შემთხვევაში დახმარებას სთხოვენ ბუნების მასწავლებელსაც.
- 3 აქტივობა მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები ქმნიან ნახატს მათთვის ყველზე საინტერესო ცხოველის შესახებ და აკეთებენ პრეზენტაციას. საპრეზენტაციო მასალას აკრავენ საკლასო ოთახის კედელზე.
- 4 აქტივობა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ თითოეულმა ჯგუფმა პლასტელინით გააკეთოს ცხოველები და პატარა მაკეტი შექმნან, სადაც განათავსებენ მათ მიერ გაკეთებულ პლასტელინის ცხოველებს. იწვევენ თანატოლებს და აწყობენ გამოფენას, სადაც ყველა დაინტერესებულს უხსნიან ცხოველების შესახებ ინფორმაციას ინგლისურ ენაზე.
- 5 აქტივობა მასწავლებელი ადგენს მოსწავლეების ცოდნის დონეს Power Point- ში და შესაძლებლობის მიხედვით სთხოვს მოსწავლეებს, შექმნან სლაიდები ცხოველების შესახებ, რომელზეც ერთდროულად განთავსდება სურათი და ინფორმაცია. სჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ისტ-ს მასწავლებელს. დამუშავებულ მასალას წარუდგენენ კლასს და აკეთებენ პრეზენტაციებს padlet.com ინსტრუმენტის ელექტრონულ დაფაზე.
- 6 აქტივობა მოსწავლეები მოიძიებენ სიმღერას შინაური, გარეული და ფერმის ცხოველების შესახებ youtube.com ზე და სურვილისამებრ სწავლობენ მას. მოაქვთ მათი რჩეული სიმღერა და ასწავლიან დანარჩენი ორი ჯგუფის წევრებს. სიმღერის მღერის პროცესს იწერს ვიდეოს გადაღებაზე პასუხისმგებელი პირი.
- 7 აქტივობა პროექტის ფარგლებში შეგროვებულ მასალებს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ათავსებს etwinning.net საგანმანათლებლო პორტალზე, სადაც ევროპული სკოლასთან თანამშრომლობით ქართული სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები ჩართული არიან ამავე სახელწოდების ერთობლივ პროექტში.
- 8 აქტივობა მოსწავლეები ემზადებიან ევროპელ თანატოლებთან შეხვედრისთვის(skype-ით ვიდეო ჩართვა), სადაც გაიცნობენ ერთმანეთს და ორი სკოლის მოსწავლეები გაცვლიან ინფორმაციას ცხოველების შესახებ. 1. სახალისო თამაში: ,,გამოიცანი ცხოველი"- მოსწავლეები გამოსცემენ ხმებს და ისინი შეეცდებიან გამოიცნონ თუ რომელი ცხოველია. 2. სახალისო თამაში: ,,გამოიცანი ცხოველი''- მიბაძვით, მიმიკით, ჟესტებით უნდა გამოიცნონ, თუ რომელი ცხოველია. 3. პრეზენტაცია: ,,ჩემი საყვარელი ცხოველია''- ნახატებს აჩვენებენ ერთმანეთს და აღწერენ მათ. 4. სიმღერები ცხოველებზე: მოსწავლეები მღერიან პროექტის ფარგლებში ნასწავლ სიმღერებს ცხოველებზე და ემშვიდოებიბიან.
- 9 აქტივობა მოსწავლეები აფასებენ პროექტს 3-2-1 შეფასების ბარათებს: 3 რამ რაც ყველაზე მეტად მოეწონათ, 2 რამ რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ და 1 რაც ბუნდოვანი დარჩა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, ბუნება, ისტ.
- პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ვერულიძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: leluka263@gmail.com
- პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: ბლოგის მისამართი
სასწავლო პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა-,,მე შემიძლია მეგობრის აღწერა" გაკვეთილის გეგმის ფორმა მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ლელა ვერულიძე-6...
-
გაკვეთილის გეგმა-,,მე შემიძლია მეგობრის აღწერა" გაკვეთილის გეგმის ფორმა მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ლელა ვერულიძე-6...
No comments:
Post a Comment