მასწავლებლის
სახელი გვარი, პირადი ნომერი: ლელა ვერულიძე-61004012583
საგანი:
ინგლისური
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო საფეხური/ მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
9
გაკვეთილის თემა:
მე შემიძლია მეგობრის აღწერა
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე ყოველ ჯერზე სწორად იყენებს მარტივი ენობრივი საშუალებებს (ზედსართავი სახელები) და სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს ისტ-ს მეშვეობით აღწერილობითი
ტიპის წერილობით დავალებაში.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
(წთ)
|
1.
|
A
ფაზა
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სხვადასხვა ემოციის გამომხატველ სიცილაკებს
(სმაილებს) სლაიდის მეშვეობით და სთხოვს მათ აღწერონ ერთი სიტყვით, თუ როგორია ისინი.
მოსწავლეები იყენებენ ნასწავლ ზედსართავ სახელებს: მეგობრული, ზარმაცი, ბედნიერი,
უხასიათო, ეგოისტი, ცელქი... რომელსაც მასწავლებელი პარალელურად წერს დაფაზე, თვალსაჩინოებისთვის.
მადლობას უხდის მოსწავლეებს ჩართულობაში და ამზადებს შემდეგი ეტაპისთვის
|
,,გონებრივი იერიში“
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდები,დაფა ცარცი
|
5წთ
|
2.
|
B
ფაზა
მასწავლებელი 9 მოსწავლეს ყოფს 3 ჯგუფად 1,2,3 ზე გათვლის მეშვეობით.
სამივე ჯგუფს სთხოვს მასწავლებელი, რომ დაარქვან სახელად ნებისმიერი ფერი (ზედსართავი
სახელი) საკუთარ ჯგუფს, მაგალითად : მწვანეები, წითლები, ყვითლები და აცნობს გაკვეთილის
მიზანს, ასევე შეფასების რუბრიკას, რომელიც გამოკრული აქვს თვალსაჩინო ადგილას. მასწავლებელს
წინასწარ მიწებებული აქვს კედელზე სამივე ჯგუფისთვის სასვენი ნიშნების მოზრდილი ზომის
სიმბოლოები, რომელსაც ცალკ-ცალკე დაჭრილ ინგლისურადშესატყვის სიტყვებს შეუსაბამებენმოსწავლეები, - მძიმე, ? - კითხვითი ნიშანი, . - წერტილი.
აქტივობის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეები ამოწმებენ მათ ნამუშევრებს კედლებზე,
არასწორი პასუხების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს და აქებს ზომიერად.
|
სასვენი ნიშნების სახელწოდების შესაბამისობის პოვნა
|
ჯგუფური მუშაობა
|
წინასწარ ამობეჭდილი სასვენი ნიშნების სიმბოლოები
და მათი სახელწოდებები, სტიკერი
|
8წთ
|
3.
|
მასწავლებელი წინასწარ გამზადებულ word-ის ფორმატის
აღწერილობით ტექსტს, რომელიც ეხება მეგობრის აღწერას, უგზავნის ჯგუფებს და სთხოვს
იპოვონ პუნქტუაციური შეცდომები და გაასწორონ ისინი. შეცდომების გასწორების შემდეგ,
ტექსტში წითლად გამოყონ ზედსართავი სახელები
და ნამუშევრები განათავსონ სპეციალურად მასწავლებლის მიერ შექმნილ ონლაინ სამუშაო
დაფაზე https://padlet.com/dashboard
(სივრცე, სადაც სამივე ჯგუფის ნამუშევარი ერთდროულად ერთ დაფაზე ჩანს,(ჯგუფისსახელებისშესაბამისფერებში:წითელი,
მწვანე, ყვითელი)და მოხდინონ პრეზენტაცია, პროექტორის მეშვეობით
|
,,შეცდომების გასწორება“
|
ჯგუფური მუშაობა
|
კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი
|
22წთ
|
4.
|
C
ფაზა
მასწავლებელი შეფასების რუბრიკით ახდენს სამივე ჯგუფის მიერ padlet-ზე წარმოდგენილ
ნამუშევრებს და აძლევს რეკომენდაციას. შეფასების ბოლოს წინასწარ მომზადებულავსებენ
ინდივიდუალურად მოსწავლეები 3 რამ რაც ისწავლა, 2 რამ რაც იცოდა და 1 რა ვერ გაიგო.
|
3-2-1 ბარათები
|
ინდივიდუალური, ჯგუფური
|
შეფასების რუბრიკა 3-2-1
|
8წთ
|
5.
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინდივიდუალურ დავალებას, დაწერონ მეგობრის
შესახებ აღწერილობითი ტექსტი სადაც უნდა გამოიყენონ, ახლანდელი განუსაზღვრელი დრო,
ზედსართავი სახელები, რაც უნდა მოიცავდეს თუ რის კეთება უყვარს და რის კეთება არ
უყვართ მათ ადრესატს.
|
საშინაო დავალება
|
ინდივიდუალური
|
2წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.ს.I.19.
უცხ.ს.I.20.
უცხ.ს.I.21.
შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი
(შეფასების რუბრიკა)
მოსწავლეთაშეფასების
რუბრიკა - ანალიტიკური რუბრიკა
კრიტერიუმი
|
არადამაკმაყოფილებელი
(4-5ქულა)
|
დამაკმაყოფილებელი
(6-7 ქულა)
|
კარგი
(8-9ქულა)
|
ძალიან კარგი
(10ქულა)
|
მოსწავლე იყენებს ენობრივგრამატიკულ ერთეულებს (ზედსართავი
სახელი)
|
მოსწავლე ვერ იყენებს ენობრივ გრამატიკულ ერთეულებს
(ზედსართავი სახელი).
|
მოსწავლე ნაწილობრივ იყენებს ენობრივ გრამატიკულ ერთეულებს (ზედსართავი
სახელი).
|
მოსწავლე მცირე უზუსტობით იყენებს ენობრივ გრამატიკულ ერთეულებს (ზედსართავი
სახელი).
|
მოსწავლე უშეცდომოდ იყენებს ენობრივ გრამატიკულ ერთეულებს
(ზედსართავი სახელი).
|
მოსწავლე იგებს და იყენებს სასვენ ნიშნებს ტექსტში
|
მოსწავლე იგებს, მაგრამ ვერ იყენებს სასვენ ნიშნებს
ტექსტში.
|
მოსწავლე იგებს და ნაწილობრივ იყენებს სასვენ ნიშნებს
ტექსტში.
|
მოსწავლე იგებს და მცირე უზუსტობით იყენებს სასვენ
ნიშნებს ტექსტში.
|
მოსწავლე იგებს და უშეცდომოდ იყენებს სასვენ ნიშნებს
ტექსტში.
|
ჩართულობა
|
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს იშვიათად.
|
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ
აქტივობაში
|
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა
უმრავლესობაში.
|
აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს
აქტივობათა უმრავლესობაში.
|
დროის ლიმიტი
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
ცდილობს დროის ლიმიტის დაცვას, თუმცა უჭირს ხშირ შემთხვევაში
|
კარგად იცავს დროის ლიმიტს
|
საუკეთესოდ იცავს დროის ლიმიტს
|
ისტ-ს გამოყენება
|
ვერ იყენებს ისტ-ს.
|
ნაწილობრივ იყენებს ისტ-ს.
|
იყენებს ისტ-ს, თუმცა საჭიროებს მცირე დახმარებას
|
დამოუკიდებლად იყენებს ისტ-ს.
|
სახელი, გვარი
|
3 რამ, რაც ვისწავლე
|
2 რამ, რაც ვიცოდი
|
1 რამ, რაც ბუნდოვანი დარჩა
|
ხელმოწერა: ლ.ვერულიძე
თარიღი: 20.10.2018
No comments:
Post a Comment